მკვლელი საპატრიარქო, ხელისუფლება და პრეზიდენტი გვყავს - მეუფე პეტრე (ცაავა)
მკვლელი საპატრიარქო, ხელისუფლება და პრეზიდენტი გვყავს - მეუფე პეტრე (ცაავა)

A+ A-

13:14 06/01/2020

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) “2020NEWS“ -თან ექსლკუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.

როგორც მეუფე სააგენტოსთან აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილებით საქართველოს საპატრიარქომ, პრეზიდენტმა და “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გიორგი მამალაძის მკვლელობის განაჩენი მეორედ გამოუტანა. 

-მეუფე პეტრე, ელოდით, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეიწყალებდა?

-დეკანოზ გიორგი მამალაძეზე შეთანხმებულად შური იძიეს. მას მკვლელობის განაჩენი მეორედ გამოუტანეს. საქართველოში მკვლელი საპატრიარქო, მკვლელი პრეზიდენტი და მკვლელი ხელისუფლება გვყავს.

-თუკი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება საპატრიარქოსა და ხელისუფლებას არ აწყობდა, მაშინ  წმინდა სინოდმა პრეზიდენტს შეწყალების შუამდგომოლობით რატომ მიმართა?

-ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი სცენარი იყო. დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა აიღო, რაც თაღლითობაა. პილატეს როლი იკისრა ქალბატონმა, (იგულისხმება სალომე ზურაბიშვილი) რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია.

-პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძე  სასულიერო პირებისთვის გაგზავნილ “მამხილებელ წერილს“,  გაასაჯაროებს და სკანდალურად ალაპარაკდება?

-დარწმუნებული ვარ, დეკანოზი იმაზე მეტს იტყვის, ვიდრე წერილშია დაწერილი. მამალაძე საპატრიარქოში არსებულ ზნეობრივ მდგომარეობას ფარდას ჩამოხსნის და კორუფციული ფაქტების შესახებ ალაპარაკდება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე