მადრიდში ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს
მადრიდში ქურდობისთვის ორი ქართველი დააკავეს

A+ A-

11:18 04/01/2020

მადრიდში პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის დროს დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ეპანური მედია ავრცელებს. 

მამაკაცები ერთ-ერთი სახლში შეიპარნენ. მეზობელმა სახლიდან ხმაური გაიგო, მან იცოდა, რომ მეპატრონეები შინ არ იმყოფებოდნენ და პოლიციაში დარეკა.

პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ ქურდობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დაიჭირა.

ერთ-ერთმა მამაკაცმა ფანჯრიდან გაქცევა სცადა, რა დროსაც მეოთხე სართულიდან მეორე სართულზე ჩავარდა და სხეული დაზიანებები მიიღო.