მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება

A+ A-

12:17 03/01/2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ 4 იანვარს დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5 გრადუსი, ღამით კი +1° იქნება, მოსალოდნელია თოვლჭყაპიც.

5 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8° , ხოლო ღამით -1° დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოში 4 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0°. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

დასავლეთ საქართველოში 4 იანვარს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12° დაფიქსირდება. ღამით მოსალოდნელია წვიმა.