შობას გილოცავთ - წმიდა საყდრის დესპანი ჟოზე ბეტანკური
შობას გილოცავთ - წმიდა საყდრის დესპანი ჟოზე ბეტანკური

A+ A-

16:29 24/12/2019

შობას გილოცავთ მათ, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს და მათ, ვინც 7 იანვარს „იგალობებს 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო“. წმიდა საყდრის დესპანი ჟოზე ბეტანკური:

- ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ვისაუბრო ამ ბრწყინვალე გამოცემაზე, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა, მანანა ქუთათელაძისა და მისი თავდადებული გუნდის წყალობით, რომელიც მწერლებისა და მკვლევარებისგან შედგება. ეს გამოცემა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იგი მოგვითხრობს ქართველებზე... თუ როგორ ემსახურებოდნენ თავიანთ სამშობლოს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ მათზე, ვინც შთაგონებულნი იყვნენ.

ვსაუბრობთ სწორედ იმ ქართველებზე, რომლებიც ემსახურებოდნენ თავიანთ ერს, რაც თავისთავად ნიშნავდა ყველას ადამიანის მსახურებას. ეს არის შესანიშნავი გამოცემა, მშვენიერი ილუსტრაციებით. მოიცავს მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

გვიამბობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართულნი იყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში და ქვეყანა საერთაშირისო ასპარეზზე გაიყვანეს თავიანთი კავშირებისა და დაუღალავი შრომის წყალობით. ის მოუწოდებს დღევანდელ ქართველებს თავდაუზოგავად ემსახურონ ისეთ დიდებულ ქვეყანას, როგორიც საქართველოა“ საშობაო საჩუქარი „ კათოლიკობა საქართველოში“ ერთნაირად საინტერესოა ყველა კონფესიის წარმომადგენლისათვის, ვისაც საქართველო უყვარს და ამ ქვეყნის წარსული და აწმყო აინტერესებს.

მოამზადა ნინო გედენიძემ