მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი?
მეგი პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს - ვინ არის საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი?

A+ A-

14:03 21/12/2019
საბერძნეთში, ქალაქ კალიმარეში 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძე გარდაცვლილი იპოვეს. ის საბერძნეთის პოლიციამ ქალაქის პარკში ჩამომხრჩვალი ნახა. გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, იმედია, სამართალდამცავები დამანაშავეს მალე მიაგნებენ. თითქმის ყველა ბერძნული გამოცემა, სადაც კი მომხდარზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, აღნიშნავს, გარდაცვლილი გოგონას განსაკუთრებულ სილამაზეს. როგორც ირკვევა, მეგი საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო საქართველოში მცირეწლოვანი შვილები ჰყავდა დატოვებული, რომლებსაც მისი ყოფილი მეუღლე ზრდის. საქართველოში ცხოვრობს გარდაცვლილის მამა სოსო კუპრაძეც. მეგი მათ სანახავად სამშობლოში ხშირად ჩამოდიოდა.
ტრაგედიაზე გარდაცვლილის ერთ-ერთი ოზურგეთელი მეზობელი საუბრობს:

- ულამაზესი გოგო იყო მეგი, ასეთი ზღაპრული სილამაზის სიკვდილი დიდი სისასტიკეა! ვინ იცის, მეგი მერამდენეა, ვინც ასე დაიღუპა... გაჭირვებული და გაღატაკებული სამშობლოს გამო. მისი დედ-მამა სიყვარულით შეუღლდნენ თავის დროზე, თბილისში ცხოვრობდნენ და მეგისაც იქ ზრდიდნენ. თუმცა გაჭირვებას მათმა ქორწინებამაც 

 

ვეღარ გაუძლო... დაშორდნენ ერთმანეთს, რის შემდეგაც გოგონას დედა საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ, შვილს კი მამა ზრდიდა. ყველაფერს აკეთებდა, ქალიშვილისთვის. მეგი ნაადრევად გათხოვდა და სოსოც ოზურგეთში დაბრუნდა... ალბათ ფიქრობდა, შვილს რაიონიდან უკეთ მივეხმარებიო. თუმცა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, - ოჯახი მეგისაც დაენგრა, რის შემდეგაც საბერძნეთში გაემგზავრა დედასთან.

მეგის ორი შვილი ჰყავს. მის შვილებსაც მისი ბედი ერგოთ, - ბავშვები მეგის ყოფილ მეუღლესთან ერთად იზრდებიან საქართველოში, დედა მათ სანახავად ხშირად ჩამოდიოდა.


- სად მუშაობდა მეგი?
-  ბოლო ხანს ფოტომოდელობდა, როგორც ვიცი, თავად მოძებნეს ფოტოგრაფებმა. არც კი ვიცით, მეგის მამა როგორ გაუძლებს ამ დარდს. დედის სურვილით, გოგონა საბერძნეთში დაიკრძალება. იმედია, დროზე გაირკვევა ვინ გაიმეტა ასე საშინელად ახალგაზრდა ქალი და დამნაშავეს სათანადოდაც დასჯიან. როგორც ამბობენ, გოგონა პარკში ჩამომხრჩვალი ნახეს, მაგრამ მომხდარს მკვლელობის მუხლით იძიებენ.

წყარო: კვირის პალიტრა