კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
კანადაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

A+ A-

14:36 16/12/2019

კანადაში 30 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი წლებია უცხოეთში სამუშაოდ იყო წასული.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ოჯახმა ცხედრის გადმოსასვენებლად ოფიციალურ უწყებებს უკვე მიმართა.