“ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა - ლევან კობერიძე
“ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა - ლევან კობერიძე

A+ A-

18:19 12/12/2019

“დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ის გახდა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

„შაპიტოს ცირკი მივიდა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ყველაფერი იყო გაწერილი სცენარის მიხედვით. ეს არის ის პროცესი, რაზეც პასუხს მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთად გასცემს 2020 წლის არჩევნებში, უფრო მეტად გამოაფხიზლებს მოსახლეობას და პოლიტიკოსებს. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა, ის დღეს გახდა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ყველაზე დრამატული, რაც ჩვენ ვიხილეთ. მშვიდად უნდა მივიდეთ 2020 წლამდე, რომ მშვიდად გაფორმდეს „ოცნების“ წასვლა ხელისუფლებიდან“,- განაცხადა ლევან კობერიძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი კანდიდატებიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთი კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.