პრეპარატი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას - რა წერია პარლამენტში დაღვრილი წამლის აღწერილობაში?!
პრეპარატი აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას - რა წერია პარლამენტში დაღვრილი წამლის აღწერილობაში?!

A+ A-

17:47 12/12/2019

სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "საპ­რო­ტეს­ტო ხსნა­რი", რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­მო­ი­ყე­ნეს, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა. მოძ­რა­ო­ბის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და ფო­ტოც, რო­მელ­ზეც ხსნა­რის ბოთ­ლია ასა­ხუ­ლი.

ეს ხსნა­რია АCД фракция 2 ანუ ან­ტი­სეპ­ტი­კი სტი­მუ­ლა­ტო­რი დო­რო­გო­ვი­სა. მისი შექ­მნა ალექ­სეი დო­რო­გო­ვის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

აღ­წე­რის მი­ხედ­ვით, АCД фракция 2 ორ­გა­ნუ­ლი ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი პრე­პა­რა­ტია, რო­მელ­საც თე­რა­პი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა აქვს. ძი­რი­თა­დად იყე­ნე­ბენ ვე­ტე­რი­ნა­რი­ა­ში, ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის და ფრინ­ვე­ლე­ბის საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბის დროს, ასე­ვე სა­სუნ­თქი ორ­გა­ნო­ე­ბის პრობ­ლე­მის დროს. ამას­თან, ას­მე­ვენ და­ა­ვა­დე­ბა­გა­და­ტა­ნილ ში­ნა­ურ ცხო­ვე­ლებს მო­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

პრე­პა­რა­ტი 1947 წელს შე­იქ­მნა ექ­სპე­რი­მენ­ტა­ლუ­რი ვე­ტე­რი­ნა­რი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში (ВИЭВ) მეც­ნი­ერ ალექ­სეი დო­რო­გო­ვის მიერ. დო­რო­გო­ვი ნედ­ლე­უ­ლად ბა­ყა­ყებს იყე­ნებ­და, ქსო­ვი­ლის თერ­მუ­ლად გა­და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ მი­ღე­ბულ კონ­დე­სანტს, გა­აჩ­ნდა ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი, მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი და აღ­მდგე­ნი თვი­სე­ბე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ პრე­პა­რატს ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მხო­ლოდ ორი ქარ­ხა­ნა უშ­ვებს - არ­მა­ვი­რის და მოს­კო­ვის.

პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ნივ­თი­ე­რე­ბის დას­ხმის შე­დე­გად შე­უძ­ლოდ 4 ადა­მი­ა­ნი გახ­და, მათ შო­რის დე­პუ­ტა­ტე­ბი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან. და­შა­ვე­ბუ­ლებს სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ. ერთ-ერთ მათ­განს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­სუნ­თქი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­და.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში გა­ურ­კვე­ვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა შე­ი­ტა­ნა და და­ას­ხა, რის გა­მოც, დე­პუ­ტა­ტებ­მა დარ­ბა­ზი და­ტო­ვეს.

ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის უკან მოძ­რა­ო­ბა „სირ­ცხვი­ლია“ იდ­გეს.