მონები ხართ - თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა გააპროტესტა
მონები ხართ - თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა გააპროტესტა

A+ A-

16:59 12/12/2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გააპროტესტა.

 ბოკუჩავა უმრავლესობის გადაწყვეტილებას შეძახილით „მონები ხართ, სამარცხვინოები, 88 მონა ზიხართ“, შეხვდა.

 თინა ბოკუჩავას შეძახილს ზაზა პაპუაშვილი გამოეხმაურა და უზრდელი უწოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არც ერთი იყო.