გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლეა
გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლეა

A+ A-

17:05 12/12/2019

„ქართულმა ოცნებამ “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დანიშნა. უმრავლესობის წევრებმა მის კანდიდატურას პარლამენტში კენჭი უყარეს და მხარი დაუჭირეს.

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა. 2017 წლიდან იგი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს მდივანი. 2016-2017 წლებში, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, 2012 წლიდან კი ამავე სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.