აკაკი ზოიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
აკაკი ზოიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

A+ A-

16:53 12/12/2019

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს, აკაკი ზოიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა. კენჭისყრაზე ზოიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 85 ადამიანმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, დეპუტატებმა აკაკი ზოიძემ და სოფო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატებიი დათმეს და პოლიტიკა დატოვეს.