პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა
პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუწყვიტა

A+ A-

16:49 12/12/2019

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ნიკა მელიას პარლამენტმა უფლებამოსილება შეუჩერა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა.

 კენჭისყრაზე მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 88 დეპუტატმა მისცა ხმა.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლომ 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე განაჩენი გამოაცხადა.

შვიდი წლის წინ აღძრულ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა.