კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - ანზორ ბიწაძე
კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა - ანზორ ბიწაძე

A+ A-

15:44 12/12/2019

ახლა კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ ხალხის დაკვეთა! - განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ.

„ეგ სუნი მეგობრებო, ძალიან სიმბოლურია! ისე გაგხრწნათ ხელისუფლებამ, რომ არავინ და არაფერი თქვენ აღარ გახსოვთ! სამართლიანობის აღდგენის დროშის ქვეშ მოსულმა ხელისუფლებამ, თავზე მურუსიძის სასამართლო მოგვახვიეთ, 90-იანი წლების სურათი დადგით შუა ქალაქში და რკინის ჯებირებით გამოეყავით თქვენსავე ხალხს. ახლა, კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ საზოგადოების დაკვეთა!“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტში დღეს, 12 დეკემბერს, ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.