“დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო გვარი“
“დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო გვარი“

A+ A-

15:35 12/12/2019

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირადად მას დასდო ბრალი და დროა, „ბაშარ-ალ ნადირაშვილად“ გადაიკეთოს სახელი.

აღნიშნულის შესახებ ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია, დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი“, - წერს ირმა ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდირაძე აცხადებს, რომ ეს პერფორმანსი პლენარული სხდომის ჩაშლას ემსახურებოდა.

„ფაქტია, ორმა ქალმა დეპუტატმა დადგა რაღაც პერფორმანსი, რაღაც დაასხეს. კრიმინალს ვერ ჩაიდენდნენ, მთლად ამდენს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით სხდომის ჩაშლა მოინდომეს. ბავშვები ამას არ იკადრებენ, არც ერთ ბავშვის თავში ასეთი სისულელე არ მოვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

სხდომათა დარბაზში სამართალდამცველები მუშაობენ.