შესვენების შემდეგ პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს - არჩილ თალაკვაძე
შესვენების შემდეგ პარლამენტი მუშაობას გააგრძელებს  - არჩილ თალაკვაძე

A+ A-

14:53 12/12/2019

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ შეფერხდება და შესვენების დასრულების შემდეგ დღის წესრიგით გათვლილ ყველა საკითხს დეპუტატები კენჭს უყრიან.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანომ დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილოს. პლენარულ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭყი უნდა ეყაროს, ამასთან პარლამენტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზე იმსჯელებს.