საფრანგეთის ციხეში 31 წლის ქართველი გარდაიცვალა
საფრანგეთის ციხეში 31 წლის ქართველი გარდაიცვალა

A+ A-

13:34 10/12/2019

საქართველოს 31 წლის მოქალაქე ნიკა ქირია საფრანგეთში, ქალაქ ტულუზას ციხეში გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი გარდაცვლილის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მამაკაცის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად სუიციდი სახელდება, თუმცა ოჯახი ამ ვერსიას არ განიხილავს.

გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ხუთი თის წინ დააკავეს, სამ თვეში კი მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. ოჯახის განცხადებით, შვილს ხშირად ესაუბრებოდნენ და მას არ ჰქონია სერიოზული პრობლემა, რომლის გამოც ის თავს მოიკლავდა. დედა აღნიშნავს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდა და საავდმყოფოში გადაყვანას ითხოვდა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან მის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვენ.