უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება - ზელენსკი და პუტინი დონბასზე ვერ შეთანხმდნენ
უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება - ზელენსკი და პუტინი დონბასზე ვერ შეთანხმდნენ

A+ A-

13:27 10/12/2019

 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აღმოსავლეთ უკრაინაში, 2019 წლის ბოლომდე,  “სრული და ყოვლისმომცველი” ცეცხლის შეწყვეტაზე  შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფომაციას “ბიბისი“ ავრცელებს.

 როგორც ცნობილია, პრეზიდენტების შეხვედრას საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, გუშინ უმასპინძლა. გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე , მხარეებმა უნდა გაცვალონ „კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული პირები“ და 2020 წლის მარტის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონი სამხედრო ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს, თუმცა,  არ არის განხილული კონკრეტულად რომელი სამი რეგიონი იგულისხმება.

 შეხვედრაზე პრეზიდენტებმა შექმნეს ერთობლივი კომუნიკე, რომელშიც აღნიშნულია მოქმედების სამომავლო გეგმები, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შენარჩუნდეს დონბასის სტატუსი.

„მოლაპარაკებები კონფლიქტის დეესკალაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო” – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და უკრაინას კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებისა და დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა. „ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება“,  – აღნიშნა პუტინის საპასუხოდზელენსკიმ.

რაც შეეხება ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ჯარების გაყვანასა და იქ არჩევნების ჩატარების საკითხს, ამაზე პრეზიდენტები  – ვერ შეთანხმდნენ.  

სამაგიეროდ, ისინი იმავე ფორმატში,  ახალ შეხვედრაზე  შეთანხმდენენ.  უკრაინისა  და რუსეთის პრეზიდენტების შეკვედრა  სავარაუდოდ, ოთხი თვის შემდეგ გაიმართება.