ევროპარლამენტარმა ბიძინა ივანიშვილის „ცუდი სტილი და ცუდი დემოკრატიული პოზიცია“ ამხილა
ევროპარლამენტარმა ბიძინა ივანიშვილის „ცუდი სტილი და ცუდი  დემოკრატიული პოზიცია“ ამხილა

A+ A-

12:53 10/12/2019

ევროპარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, გაკვირვებულია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებით, რომელიც არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციებს შეეხებოდა. კრამონის თქმით, პოლიტიკოსის მიერ არასამთავრობო სექტორის, მათი კრიტიკულობის გამო, გაკრიტიკება ცუდი დემოკრატიული პოზიციაა. ამის შესახებ ვიოლა ფონ კრამონმა ,,საზოგადოებრივი  მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

“ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ცოტა გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით იმიტომ, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია. პოლიტიკურ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეროვნულ არასამთავრობო სექტორს მათი კრიტიკულობის გამო აკრიტიკებდე, ძალიან ცუდი სტილი და ცუდი დემოკრატიული პოზიციაა. მე, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა გავაცნობიერო და თვალი გავუსწორო კრიტიკას. თუ ამას არ გავაკეთებ, თუ ვერ გავაცნობიერებ, მაშინ პოლიტიკაში რა მესაქმება?... დიდი  იმედი მაქვს, მედიალანდშაფტი არ შეიცვლება.  ამ კუთხით საქართველოში, მრავალმხრივობაა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები  საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.