რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას
რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან და გაგიძლიერებთ აურას

A+ A-

12:21 07/12/2019

ვერძმა სა­მოს­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ტა­ნოს წი­თე­ლი ელე­მენ­ტი. ეს ფერი კარ­გად გა­მო­სა­ხავს ცხოვ­რე­ბი­სად­მი მის ვნე­ბას, ენერ­გი­ას, ქა­რიზ­მას, პო­ზი­ტი­უ­რო­ბა­სა და აქ­ტი­უ­რო­ბას. წი­თე­ლი ფერი გა­ნაგ­დებს თქვენ­კენ მო­მარ­თულ უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას და შეკ­რავს თქვენს ძა­ლას, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად სივ­რცე­ში გებ­ნე­ვათ.

კუ­რომ უნდა ატა­როს მწვა­ნე ფე­რის ტან­საც­მე­ლი. ვარ­სკვლა­ვე­ბის აზ­რით, კურო და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ბუ­ნე­ბას­თან, ამი­ტომ უნდა გა­აძ­ლი­ე­როს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად - მშვი­დად და ჰარ­მო­ნი­უ­ლად - იგ­რძნო­ბენ თავს, თუ მწვა­ნე ფერს ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ე.წ. LOOK - ის შერ­ჩე­ვი­სას. გახ­სოვ­დეთ, კუ­რო­ე­ბო, მწვა­ნე ფერი პროგ­რეს­ში გეხ­მა­რე­ბათ და თქვენს მტრებს გა­ხა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს.

ტყუ­პის ფერი შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ყვი­თე­ლია! ძლი­ერ ინ­ტე­რესს, რო­მელ­საც ყვე­ლაფ­რის მი­მართ ავ­ლენთ, ვერ და­იკ­მა­ყო­ფი­ლებთ, თუ ნე­ბის­ყო­ფა არ გა­გიძ­ლი­ერ­დე­ბათ, რად­გან ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ძე­ნის პრო­ცე­სი არც თუ ისე მარ­ტი­ვია, ზოგ­ჯერ მოთ­მი­ნე­ბით ლო­დი­ნი სჭირ­დე­ბა, ზოგ­ჯერ - თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა. ყვი­თე­ლი ფერი და­გეხ­მა­რე­ბათ სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვოთ ის, რაც გაკ­ლი­ათ. ამას­თან ერ­თად, თა­ვი­დან აი­რი­დოთ ცუდი თვა­ლი.

კირჩხი­ბე­ბის კა­რა­და­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეკი­დოს თეთ­რი პე­რან­გე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი და კა­ბე­ბი. თეთ­რი ფერი მის­თვის გზაა, რო­მე­ლიც ემო­ცი­ე­ბის ლა­ბი­რინთში გა­მომ­წყვდე­ულ კირჩხიბს, სამ­ყა­როს­თან და­ა­კავ­ში­რებს და თა­ვი­სი გო­ნე­ბი­დან გა­მოღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. თეთ­რი ფერი და­გი­ლა­გებთ არე­ულ აზ­რებს, მა­შინ როცა დაბ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბით. ასე­ვე, და­გი­ცავთ ბო­რო­ტი ძა­ლის­გან.

ლომ­მა ოქ­როს­ფე­რი ელე­მენ­ტი უნდა შე­ი­ტა­ნოს თა­ვის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში - სულ ერ­თია რა იქ­ნე­ბა ეს: ბი­ჟუ­ტე­რია, ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი, ქა­მა­რი, ჩან­თა თუ რა­ი­მე სხვა. არა­ფე­რი გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს კარ­მას ისე, რო­გორც ოქ­როს­ფე­რი. ეს ფერი და­გეხ­მა­რე­ბათ მო­ექ­ცეთ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, მაგ­რამ თქვე­ნამ­დე არ მო­უშ­ვებს უარ­ყო­ფით ენერ­გი­ას, ფა­რი­ვით აღი­მარ­თე­ბა ყო­ველ­თვის, როცა "ცუდი თვა­ლით" შე­მოგ­ხე­და­ვენ.

თუ ქალ­წუ­ლი ყა­ვის­ფერ სა­მოსს ატა­რებს, შე­უძ­ლია შვი­დად იყოს, მას ვერც გათ­ვა­ლა­ვენ და ვერც კარ­მას და­უ­ზი­ა­ნე­ბენ. ყა­ვის­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის სიმ­ბო­ლოა, სწო­რედ ამას გპირ­დე­ბათ ეს ფერი.

სას­წორ­მა ვარ­დის­ფერს უნდა მი­მარ­თოს, თუ სურს რომ გა­იძ­ლი­ე­როს კარ­მა და "ავ თვალს" მედგრად და­უხ­ვდეს. მა­შინ, როცა ვარ­დის­ფერ­ში ხართ გა­მო­წყო­ბი­ლი, ად­ვილ­დე­ბა თქვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცია სამ­ყა­როს­თან, იხ­სნე­ბით სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის, თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი სი­ნა­ზეც ძლი­ერ მხა­რედ აღიქ­მე­ბა.

მო­რი­ელ­მა შავი უნდა ატა­როს. გარ­და იმი­სა, რომ "შავი ყო­ველ­თვის ელე­გან­ტუ­რია", აძ­ლი­ე­რებს მო­რი­ე­ლის პი­როვ­ნე­ბას. თუ თქვენ შა­ვებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად და­იძ­ვრენთ თავს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­შურ­ნე­ებს, მათი ბოღ­მა ვე­რა­ფერს და­აკ­ლებს თქვენს კარ­მას, შავი ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ფე­რია.

მშვილ­დო­სან­მა ია­სამ­ნის­ფე­რი უნდა ატა­როს. ის გახ­სნის თქვენს ფი­ლო­სო­ფი­ურ ხედ­ვებ­სა და და­გეხ­მა­რე­ბათ ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ში. ასე­ვე, თქვენ­კენ მო­ი­ზი­დავს წარ­მა­ტე­ბას და ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა სულს, არა­ფე­რი გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს კარ­მას ისე, რო­გორც ია­სამ­ნის­ფე­რი კაშ­ნე ან მა­ი­სუ­რი.

თხის რქამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ძი­ნოს ნაც­რის­ფე­რი სა­მო­სი. ეს ტრა­დი­ცი­ე­ბის ფე­რია, თქვენ კი ყვე­ლა წეს-ჩვე­უ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მამა-პა­პამ და­გი­ტო­ვათ, პირ­წმინ­დად მიჰ­ყვე­ბით. ყა­ვის­ფე­რი და­ი­ცავს თქვენს კარ­მას და გა­აგ­დებს ავ თვალს.

მერ­წყუ­ლებს ლურ­ჯი ფე­რის ტან­საც­მე­ლი სჭირ­დე­ბათ. სწო­რედ ეს ფერი შთა­გა­გო­ნებთ სა­ო­ცარ იდე­ებს და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზებს და­გი­სა­ხავთ. ლურ­ჯი ფე­რის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თქვენს ექ­სპე­რი­მენ­ტებს, რო­მელ­საც ასე ხში­რად მი­მარ­თავთ, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბა.

ცის­ფე­რი თევ­ზე­ბის ფე­რია. სწო­რედ ცის­ფე­რი გან­კურ­ნავს თქვე­ნი სუ­ლის ია­რებს და და­გა­კავ­ში­რებთ თქვენს ქვეც­ნო­ბი­ერ­თან, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით იმა­ზე, რაც ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა გრჩე­ბო­დათ ხოლ­მე. ცის­ფე­რი მფარ­ვე­ლო­ბას გა­გი­წევთ მა­შინ, როცა უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია თქვენ­ზე და­უფ­ლე­ბას გა­ნიზ­რა­ხავს.

წყარო : "Ambebi.ge"