უკრაინის პრეზიდენტი ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“ ბრძოლას იწყებს.
უკრაინის პრეზიდენტი ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“  ბრძოლას იწყებს.

A+ A-

12:24 05/12/2019

 ვლადიმერ ზელენსკის ინიციატივით, რადაში კანონპროექტი შედის, რომლის განხილვა ქართულ კანონმდებლობის მსგავსად უნდა მოხდეს.

ზელენსკის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ე.წ. „კანონიერი ქურდის“  სტატუსი, მისადმი  მიმართვა და ქურდული შეკრებები  სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.

 თავის დროზე, „ქართულ ეფექტად“  წოდებული ინიციატივის მიხედვით, ე.წ. “კანონიერი ქურდის” დაპატიმრება მოხდება  მაშინაც, როცა მას დანაშაული არ აქვს ჩადენილი.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, უკრაინაში რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს და უკრაინული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ისინი მხოლოდ ქვეყნიდან გააძევეს. მათ შორის იყო  რამდენიმე  ქართველი „კანონიერი ქურდიც“.