ლომსა და სასწორს უსიამოვნებები ელით  -  4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან
ლომსა და სასწორს უსიამოვნებები ელით  -  4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან

A+ A-

12:04 04/12/2019

4 დეკემბერი წარმატებული დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, უსიამოვნებები ელით ლომსა და სასწორს, აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.
ასტროლოგის რჩევით, დღეს მეტი დრო უნდა დავუთმოთ ოჯახს და ნათესავებთან ურთიერთობას. უნდა მოვერიდოთ ფარულ სასიყვარულო ურთიერთობებს, რადგან ნებისმიერი საიდუმლო სწრაფად გამოაშკარავდება და ისევ ჩვენვე მოგვიტანთ ზარალს.

„ სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესების მოსაწყობად, გავლენიანი სპონსორების მოსაძიებლად, სარფიანი კონტრაქტების გასაფორმებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად.

გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ, არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას. მაღალია ალერგიული და ინფექციური დაავადებებით დასნეულების საფრთხე. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.