ვახო სანაიას მეოთხე შვილი შეეძინა
ვახო სანაიას მეოთხე შვილი შეეძინა

A+ A-

22:35 02/12/2019

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია მე­ო­თხე შვი­ლის მამა გახ­და. მას და თა­მარ ყუ­რაშ­ვი­ლს ბიჭი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რას და­ბა­დე­ბა კო­ლე­გას პირ­და­პირ ეთერ­ში დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ მი­უ­ლო­ცა.

"ვახო სა­ნა­ი­ას ამ ეთე­რი­დან ვუ­ლო­ცავ მე­ო­თხე შვი­ლის და­ბა­დე­ბას. დღეს "ხალ­ხის პო­ლი­ტი­კას" მის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის. მას არ­ყოფ­ნის ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო მი­ზე­ზი აქვს" - აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა ტრა­პა­ი­ძემ.

ვახო სა­ნა­იას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე პრე­სას­თან სა­უბა­რი არ უყვარს, თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ე­ბი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მა­ინც ხვდე­ბა. ვახო სა­ნა­ი­ას და თა­მუ­ნა ყუ­რაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი მე­სა­მედ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ით სტო­მა­ტო­ლო­გია. ვახო სანაიას რჩეული სოციალურ ქსელში წერდა, რომ ბავშვის სახელს ვერ არჩევდნენ.

ცნობილი გახდა, რომ არჩევანი სანიზე შეაჩერეს.

ვახო სა­ნა­ი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი გო­გო­ნა ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან კი - ერთი.