მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს (LIVE)
მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციას მართავს (LIVE)

A+ A-

19:00 02/12/2019

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „გაბედეს“ აქტივისტები აქციას მართავენ.

ისინი აპროტესტებენ დღეს, მცხეთაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა. მცხეთის მერიასთან, რომლის შენობაშიც დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ბიურო მდებარეობს, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია დღეს გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ დიმიტრი ხუნდაძეს 41 ვერცხლი მიუტანეს: „მოვიტანეთ 41 ვერცხლი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოვისყიდოთ“. აქციაზე დაპირისპირების მონაწილე შვიდი პირი დააკავეს.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფება მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელმაც აქციის მონაწილეები ორბელიანის მოედანზე დაპატიჟა, სადაც ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.