ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

18:07 02/12/2019

2 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9675 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9695 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.2 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2687 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2676 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5152 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8287 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 დეკემბერიდან შევა ძალაში.