შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს
შალვა ნათელაშვილის შვილი დააკავეს

A+ A-

15:31 02/12/2019

მცხეთაში აქციაზე მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან, რომელსაც მოძრაობა „გაბედე“ მართავს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ხუნდაძის მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დააკავა შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი და კიდევ, სულ მცირე, ერთი ადამიანი.

„პოლიციელები იყვნენ მათ მხარეს, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებდით. 5 ადამიანია დაკავებული. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებსაც დაგვარტყეს, გვაგინეს და ჩვენ დაგვიჭირეს იმის ნაცვლად, რომ ისინი „ოცნების“ აქტივისტები დაეკავებინათ“, – ამბობს ჟურნალისტებთან „გაბედეს“ ერთ-ერთი წევრი.

„ჩვენ გვინდოდა ლაპარაკი… დაგვახვედრეს აქტივისტები, გვაგინეს, ცვემეს და პოლიცია იდგა უბრალოდ და ჩვენ რომ არ შევსულვართ არავისთან კონტაქტში, დაგვიჭირეს ჩვენ“, - ამბობს ის.

მათ ერთ-ერთ თანამოაზრეს დაზიანება აღენიშნება:

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი მაჟორიტარია, რომელიც აქტიურად გამოდიოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების ინიციატივით.