თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ილია ჯიშკარიანი
თავს დამნაშავედ არ ვცნობ - ილია ჯიშკარიანი

A+ A-

15:33 02/12/2019

საკრებულოს ბრალდებულმა დეპუტატმა, ილია ჯიშკარიანმა, სასამართლო პროცესზე, სადაც მისი საქმის განხილვა მიდინარეობს, განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.