წლის საუკეთესო მონა - ირაკლი კობახიძეს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს
წლის საუკეთესო მონა - ირაკლი კობახიძეს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს

A+ A-

15:22 02/12/2019

მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძეს შეძახილებით დახვდნენ.

კობახიძე „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა. აქციის მონაწილეებმა კობახიძეს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს.

მათი განცხადებით, დანაპირებს ასრულებენ და ხელისუფლების წევრებს უხერხულობას უქმნიან. აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები – „წლის საუკეთესო მონა”, „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს“.