ჯანდარის ტბაში დაკარგულ 2 მამაკაცს ეძებენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ორ მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცები მეთევზეები არიან და თევზაობის დროს მათი ნავი წყლის დინებამ წაიღო. ასევე ცნობილია, რომ ერთ-ერთმა თავად დარეკა 112-ში და დახმარება ითხოვა.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. საგანგებო სიტაუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.