ოზურგეთში მცხოვრებ ოჯახს ძლიერი წვიმისგან სახლს კედელი ჩამოენგრა
ოზურგეთში მცხოვრებ ოჯახს ძლიერი წვიმისგან სახლს კედელი ჩამოენგრა

A+ A-

13:52 02/12/2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიალურში მცხოვრები ძირკვაძეების ოჯახს, წუხელ ღამით ძლიერი წვიმისგან პრობლემები შეექმნა.

სახლს კედელი ჩამოენგრა, რის გამოც სახლში ცხოვრება შეუძლებელია. ოჯახმა მეზობლებს შეაფარა თავი. ადგილზე გუშინვე იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ოჯახს მერია უახლოეს დღეებში სამშენებლო მასალებით დაეხმარება.