კვირიკაშვილ-მარგველაშვილს, სავარაუდოდ, ახალ ალიანსში ვიხილავთ - მამუკა არეშიძე
კვირიკაშვილ-მარგველაშვილს, სავარაუდოდ, ახალ ალიანსში ვიხილავთ - მამუკა არეშიძე

A+ A-

13:43 02/12/2019

პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS”-თან აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი და ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს, “ახალი მემარჯვენეებისა“, და “შენების მოძრაობის“ გაერთიანებაში ვიხილოთ.

“გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს, სავარაუდოდ, ამ პარტიების ალიანსში ვიხილოთ. თუმცა ამ ალიანსში კვირიკაშვილ-მარგველაშვილის ყოფნა განსაკუთრებულ პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის. ფიქრია ჩიხრაძეს უფრო მეტი პოლიტიკური გზა აქვს გავლილი, ვიდრე მათ“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ. 

ამასთან, როგორც მამუკა არეშიძემ განაცხადა, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“, “ახალ მემარჯვენეებსა“ და “შენების მოძრაობის“ გაერთიანების საბაზისო მდგომარეობა საინტერესოა.

“ეს არის ცენტრისტული პარტიების ალიანსი. მათ ჰყავთ წელში გამართული ლიდერი დავით უსუფაშვილის სახით. ფინანსური თვალსაზრისით “ლელო“ ძლიერია. ასე, რომ ამ გაერთიანების საბაზისო მდგომარეობა საინტერესოა“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივმა მოძრაობამ “ლელომ“, “ახალმა მემარჯვენეებმა“ და “შენების მოძრაობამ“ პოლიტიკური თანამშრომლობა დაანონსეს. 

არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს”, “შენების მოძრაობისა“ და “ახალი მემარჯვენეების“ გაერთიანებას, სავარაუდოდ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეუერთდება.

ექსპერეზიდენტი აღნიშნულ ინფორმაციას “2020NEWS“-თან არ ადასტურებს და აცხადებს, რომ “ასეთი გეგმა არ გააჩნია“.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე