ნანახი მაქვს, როგორი ბედნიერები იყვნენ ჩემი მშობლები, როცა ბებია და ბაბუა გახდნენ ... გილოცავთ ბატონო ბიძინა - ზაზა სარალიძე
ნანახი მაქვს, როგორი ბედნიერები იყვნენ ჩემი მშობლები, როცა ბებია და ბაბუა გახდნენ ... გილოცავთ  ბატონო ბიძინა - ზაზა სარალიძე

A+ A-

10:07 02/12/2019

ხორავას ქუჩაზე 2 წლის წინ გარდაცვლილი დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის შეძენას სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს.

„გილოცავთ ბატონო ბიძინა!!!

გილოცავთ პირველ შვილიშვილს და გილოცავთ იმ ბედნიერებას, იმ უსაზღვრო სიხარულს, რასაც ჩვენებურად ბაბუობა ქვია. ვიცი რასაც გრძნობთ ეხლა და როგორი ბედნიერები ხართ,ისიც ვიცი რა სიხარული გელოდებათ წინ ყოველდღე, როცა რწმუნდები, რომ მამასთან ერთად ბაბუა გახდი და უფრო მეტად გიხარია ყველაფერი რაც მის ირგვლივ ხდება.

ნანახი მაქვს, როგორი ბედნიერები იყვნენ პირველი დღიდან როცა ბებია ბაბუა გახდა ჩემი მშობლები!!!

გილოცავთ ბატონო ბიძინა და ჩვენებურად დაგილოცავ!!!!

ჯანმრთელობა ტანმრთელობა და უფლის წყალობა არ მოკლებოდეს თქვენს გამბედნიერებელს!!!

რაც მე ვერ დაგილოცოთ ბუნების და მაღალი ღმერთის ძალამ დაგილოცოთ!!!

წმინდა გიორგის ძალა და მარიამის კალთა ფარავდეს მუდამ თქვენს პატარა სიხარულს!!!“, - წერს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს ხორავას ქუჩის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა, თუმცა დამნაშავე პასუხისგებაში ჯერ არ მიუციათ. „ეს ხელისუფლება აუცილებლად წავა, თუ აღნიშნული საქმე ბოლომდე არ იქნება მიყვანილი“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.