კიევში დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა
კიევში დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა

A+ A-

09:41 02/12/2019

კიევში უკრაინელ დეპუტატ ვიაჩესლავ სობოლოვს ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შედეგად დეპუტატის სამი წლის შვილი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ვიაჩესლავ სობოლოვი კიევის საოლქო საბჭოს წევრია. თავად სობოლოვი სროლის შედეგად არ დაშავებულა.

ჯერ უცნობია, ვინ დგას თავდასხმის უკან. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სობოლოვი ასევე არის დონეცკელი ბიზნესმენი. 2010-2011 წლებში ის „ნაფტოგაზის“ დირექტორი იყო.

მედიის ინფორმაციით, სობოლიევის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანია ფიგურირებს სისხლის სამართლის გამოძიების საქმეში, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.