თბილისის “დინამო“ საქართველოს ჩემპიონია
თბილისის “დინამო“ საქართველოს ჩემპიონია

A+ A-

18:30 01/12/2019

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული კვლავ მოიპოვა. ​

გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას„ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

თბილისელების მთავარი კონკურენტი ბათუმის „დინამო“, რომელიც მათ 2 ქულით უსწრებდა, სტუმრად „ლოკომოტივთან“ დამარცხდა. 

ცნობისთის, „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა.