ქუთაისის შემდეგ ბათუმი - ხელისუფლებამ კონტრაქციები დაიწყო
ქუთაისის შემდეგ ბათუმი - ხელისუფლებამ კონტრაქციები დაიწყო

A+ A-

15:45 01/12/2019

5 დეკემბერს ბათუმში აქცია #არამიშას გაიმართება, ამის შესახებ ინფორმაციას  კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე ავრცელებს.

„5 დეკემბერს 13 ს/თ ქალაქ ბათუმში ერას მოედანზე გაიმართება აქცია პერფომანსი #არამიშას !

პს.ორგანიზატორები ქართველი ხალხი“, - წერს მერაბ ღოღობერიძე.

შეგახსენებთ, დღეს აქცია „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება„ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ოფისს კვერცხები და ცოცხები ესროლეს.

საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშძემ განაცხადა, რომ მომხდარის უკან სახელმწიფო სამსახურებში მყოფი ადამიანები დგანან.