ნიკა გვარამია ოჯახთან ერთად საქართველოს ტოვებს?
ნიკა გვარამია ოჯახთან ერთად საქართველოს ტოვებს?

A+ A-

14:38 01/12/2019

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი საქართველოს ტოვებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა.

„მეგობრებო,

დღეს, ძალიან საინტერესო „პოსტ ფაქტუმის“ შემდეგ, უყურეთ “მთავარ აქცენტებს”.

ჩემს გადაცემაში, ჩემი ოჯახის და ჩემი სახელით, გავაკეთებ განცხადებას, ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. სწორედ ერთად მიღებულ, და არა ჩემს მიერ ერთპიროვნულად, როგორც აქამდე ხდებოდა და რაც უსამართლოც იყო და აპრიორი არასწორიც. უყურეთ, თუ თქვენთვის საინტერესოა ჩვენი უახლოესი გეგმები და სამომავლო ნაბიჯები.

წინასწარ გიხდით მადლობას ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის. შევხვდებით საღამოს, „პოსტ ფაქტუმის“ შემდეგ“ - წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.