ბერძენმა მწერალმა ქართველ ემიგრანტ ქალზე წიგნი დაწერა
ბერძენმა მწერალმა ქართველ ემიგრანტ ქალზე წიგნი დაწერა

A+ A-

15:58 30/11/2019

11 დეკემბერს საბერძნეთის ქალაქ კორინთოში ბერძენი მწერლის, ევიტა კარაგეორგიუს წიგნის, „მდედრობითი სქესის დასასრული“ (Το τέλος, γένους θηλυκού) პრეზენტაცია გაიმართება.

 ნაწარმოებში აღწერილია ემიგრანტი ქალების ცხოვრება, რომლებიც საბერძნეთში მოხუცების დამხმარეებად მუშაობენ და ცდილობენ, სამშობლოში დარჩენილ თავიანთ ოჯახის წევრებს დაეხმარონ. როგორც შევიტყვეთ, წიგნი დაწერილია ამ ადამიანებისადმი პატივისცემით და გულწრფელი სიყვარულით. საგულისხმოა, რომ მწერალს ამ ნაწარმოების შექმნისკენ უბიძგა ერთმა ქართველმა ქალმა, რომელიც მის ოჯახში მუშაობს და რომელიც, მწერლის ოჯახმა, მისი კეთილშობილური თვისებების გამო, ოჯახის წევრივით მიიღო.

კორინთოში პრეზანტაცია საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება. მასში მონაწილეობას მიიღებს საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი დიონისის ცაკნისი. ასევე, მწერალი ნატაშა სიდერი და ფილოლოგი სოფია დასკალოპულუ. ასევე, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვა ქართველი მარიამ კორძაია, რომელიც დამსწრე საზოგადოებას მოუყვება საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის შესახებ, გააცნობს ბერძნებს ქართულ კულტურას. ასევე ისაუბრებს ქართველი ემიგრანტი ქალების გრძნობების შესახებ, ქალებისა, რომლებმაც თავიანთი შვილები დატოვეს და ახლა ცდილობენ მათ საბერძნეთიდან დაეხმარონ მძიმე შრომით.

წიგნი გამომცემლობა Ο Μωβ Σκίουρος-მა დაბეჭდა და უკვე იყიდება საბერძნეთის წიგნის მაღაზიებში.

ნაწარმოები 200-გვერდიანია და 11 ევრო ღირს.