ბერუკა ივანიშვილი სოლოლაკის სასახლეში გაჩნდა
ბერუკა ივანიშვილი სოლოლაკის სასახლეში გაჩნდა

A+ A-

14:59 30/11/2019

ბერა ივანიშვილის მეუღელე, ნანუკა გუდავაძე, საჩხერის საავადმყოფოს ექიმმა, მირანდა ჯანხოთელმა, სახლში ამშობიარა, - ამის შესახებ "2020NEWS"-ს ივანიშვილების ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

ახალშობილი ბერუკა ივანიშვილი, მილიარდერის სოლოლაკის სასახლეში წუხელ ღამით დაიბადა. ბერა ივანიშვილი მშობიარობას დაესწრო.

როგორც სააგენტოსთან საუბარში ივანიშვილების ახლობელი ამბობს, ბერუკა დედას გავს, ძლიერი და მაგარი ბიჭია.  მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა.

ივანიშვილების ახალი წევრი, ბერუკა ივანიშვილი ღორის წელში დაბადებული მშვილდოსანია.

შეგახსენებთ, წყვილი შარშან დაქორწინდა.  ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი შარშან 11 ნოემბერს, სვეტიცხოველში დაიწერეს.