დოპინგური წესების დარღვევის გამო, რუსეთი სპორტული შეჯიბრებებიდან მოიხსნება
დოპინგური  წესების დარღვევის გამო,  რუსეთი სპორტული შეჯიბრებებიდან მოიხსნება

A+ A-

16:48 26/11/2019

რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა შესაძლოა, 4 წლით აეკრძალოს. როგორც “ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) შესაბამისობის კომიტეტმა აღმასრულებელ კომიტეტს, დოპინგური წესების დარღვევის გამო, საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის მოხსნის რეკომენდაცია მისცა.

ცნობილი ამერიკული გამომცემლობის ინფორმაციით, რუსეთშა ანტიდოპინგური წესების დარღვევა იმდენად დიდია, რომ ქვეყანას 4 წლით უნდა აეკრძალოს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის ოლიმპიადაზეც.

ამის გარდა, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა იმ რუს სპორტსმენებზე, რომლებიც დოპინგზე არ ჩავარდნენ და მათ ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობის საშუალება მიეცემათ.

“ვაშინგტონპოსტის“ ინფორმაციით კი, დოპინგური წესების დარღვევის გამო, რუსეთს მარტო ოლიმპიადიან კი არა, არამედ მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატიდანაც მოხსნიან. ამერიკული გამომცემლობის თანახმად, რუსეთი ვერ უმასპინძლებს ევროპის 2020 ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშებს და 2021 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს.

ცნობისთვის, 2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. ამის მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.