სახლში ვარ, ვითვლი დღეებს - ბერა ივანიშვილის პირველი შვილი მალე გაჩნდება
სახლში ვარ, ვითვლი დღეებს - ბერა ივანიშვილის პირველი შვილი მალე გაჩნდება

A+ A-

15:54 26/11/2019

ბერა ივანიშვილი დღე-დღეზე მამა გახდება . რეპერმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა და თან მეუღლესთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა.

“სახლში ვარ, ვითვლი დღეებს“ , - წერს ბერა ივანიშვილი.

ცნობისთვის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი აქამდე ბრაზილიაში იმყოფებოდა. ეგზოტიკური ქვეყანაში გამგზავრების მიზეზი კი შემდეგი იყო, მუსიკოსმა საკუთარი დანაზოგიდან , ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად, 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხა. შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სვეტიცხოველში დაიწერეს.