“ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების ცუდისა და წარუმატებელი საქმეების კეთების რეკორდი მოხსნა - დავით ბაქრაძე
“ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების ცუდისა და წარუმატებელი საქმეების კეთების რეკორდი მოხსნა - დავით ბაქრაძე

A+ A-

13:42 26/11/2019

”ქართულმა ოცნებამ” ჩვენს შეცდომებზე კი არა, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერი ისწავლა”, - ასე აფასებს ”2020NEWS”-თან მმართველი ძალის მხრიდან აქციების დაშლის პროცესს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე.

რას ფიქრობს “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამინდელი მმართველი ძალის შეცდომებსა და ოპოზიციის ერთიანობაზე, ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დავით ბაქრაძესთან.

- “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე და შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გუშინ აქციაზე არ გამოჩენილან. ოპოზიციაში რაიმე სახის განხეთქილება ხომ არ არის? თუ ისევ ერთად ხართ?

-გაერთიანებული ოპოზიცია ისევ ერთიანია, ლიდერები, დღის განმავლობაში, ნელ-ნელა შემოგვიერთდწებიან, ერთიანი ვართ, რადგან ის უფრო მნიშვნელოვანია, რაც დღეს ოპოზიციას აერთიანებს, ვიდრე განსვავებები. თანაც დღეს, ადგილი აქვს ხელისუფლების უზურპაციის საფთხეს, რადგან „ქართული ოცნება“ პირდაპირ გვეუბნება, რომ მომავალ წელს ქვეყანაში არ ჩატარდება, სამართლიანი არჩევნები და გვაშინებს პლებისციტით, რაც პირდაპირ ქვეყნის უზურპაციაა, სწორედ ეს მიზეზები აერთიანს ოპოზიციას.

- ხელისუფლებას ძალის დემონსტრირებით რისი ჩვენება უნდა ?

- ხელისუფლებას სურს აჩვენოს, რომ მის მხარეს დგას ძალა, რომელიც დაშლის აქციებს, ამით ცდილობს ხალხი შეაშინოს, თუმცა ეს დემონსტრაცია ასახავს სწორედ მის სისუსტესა და შიშს. არ არსებობს იმაზე დიდი სისუსტე, ვიდრე ყვითელი ავტობუსებით გარშემორტყმული და დაცული პარლამენტია. სწორედ ეს სპეცრაზმი და პარლამენტს გარშემორტყმული ყვითელი ავტობუსები აჩვენებს, ჩვენი ხელისუფლების სისუსტეს. სწორედ ამ სისუსტის გამო ხელისუფლებას მოუწევს კომპრომისზე წამოსვლა და პროპორციული არჩევნების დათმობა.

- როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება ზუსტად იმ ეტაპზეა, როგორზეც თქვენ იყავით მაშინ, როდესაც კარგავდით ძალაუფლებას?! არსებობს აზრი, რომ „ქართული ოცნება“ თქვენს შცდომებს იმეორებს...

- „ქართული ოცნება“ ძალიან ბევრ ჩვენს შეცდომას იმეორებს, მაგრამ ჩვენი მმართველობის ბოლო პერიოდისას კი არა, მაგალითად, იმეორებენ 2007 წლის შეცდომას. როგორც 7 ნოემბერი არ დაავიწყდება არასრდოს არავის, ისე არ დავიწყდებათ 20 ივნისი. ქართველ ხალხს რუსთაველზე მუქარით რომ არ უნდა ელაპარაკო, ამას გვასწავლის საქართველოს ბოლო 30 წლიანი ისტორია. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 30-წლიანი ისტორია  როგორც სჩანს, არ გაითვალისწინა. ვერ აითვისა ეს გაკვეთილი და მოუწევთ საკუთარი გამოცდილებით გაიგონ, რომ ხალხთან საერთო ენა უნდა გამონახონ, მაგრამ არა სპეცრაზმითა და ყვითელი ავტობუსებით გარშემორტყმული პარლამენტით. ამის ფონზე ქვეყანაში განვითარების მხრივ კარგი არაფერი ხდება, გაჩერებულია ეკონომიკა. „ქართულმა ოცნებამ“, წინა ხელისუფლების ცუდისა და წარუმატებელი საქმეების კეთების რეკორდი მოხსნა.