ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე "მონანიებას" უჩვენებენ
ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე "მონანიებას" უჩვენებენ

A+ A-

17:33 24/11/2019

ბრიუსელში „მონანიებას“ რეჟისორი ნანა ჯანელიძე წარადგენს, როგორც ფილმის სცენარის ავტორი. ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ფილმები უნგრეთიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან და ხორვატიიდან.

ბრიუსელის კინოფესტივალზე იმ ფილმებს აჩვენებენ, რომლებშიც ნაჩვენებია დაპირისპირება ტოტალიტარულ რეჟიმებთან. ფესტივალს ბრიუსელი 30 ნოემბრამდე უმასპინძლებს. შეგახსენებთ, თენგიზ აბულაძემ „მონანიება“ 1984 წელს გადაიღო. ფილმმა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.