18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

A+ A-

00:38 20/11/2019

18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები - ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი, უფლებადამცველი ბექა ბასილაია და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნადირაძე. 

"ჩვენ არაფრის არ გვეშინია, როგორც ჩვენ გამოგვიშვეს, ისე გამოუშვებენ სხვებსაც. ჩვენ ვართ მართლები და ასე გავიმარჯვებთ სულ", - განაცხადა სასამარათლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა გიგა მაქარაშვილმა. 

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, მათი სასამართლო პროცესი დღეს, 20 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება. 

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.