მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს, ავტორიტეტული და განათლებული ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში - კარლო კოპალიანი
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს, ავტორიტეტული და განათლებული ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში - კარლო კოპალიანი

A+ A-

17:53 19/11/2019

“პროპორციული საარჩევნო სისტემა დემოკრატიას კი არ გაზრდიდა, სტაბილურობას მოსპობდა. პარლამენტში შევიდოდნენ ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ“,- ამის შესახებ “2020NEWS“ -თან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.

-ბატონო კარლო,  2020 წლიდან სრულიად მაჟორიტარულ სააჩევნო  სისტემაზე გადასვლის ინიციატორი თქვენც ბრაძანდებით?

-დიახ, მეც ვარ ამ ინიციატივის ავტორი. ვემხრობი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩვენები მთლიანდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

-აღნიშნული ინიციატივის წარდგენა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებულია?

-ეს არის დეპუტატების ინიციატივა. ბიძინა ივანიშვილთან ნამდვილად არ მქონია საუბარი. ვერ გეტყვით ბიძინა ივანიშილთან არის თუ არა შეთანხმებული. მარტო ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა არ არის საჭირო. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს და საკონსტიტუციო განხილვები უნდა დაიწყოს.  

-საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ დაპირებული ინიციატივის ჩაგდებამ რა შედეგიც გამოიღო, ალბათ იცით. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება, მათ შორის, ოპოზიცია ამ ინციატივას როგორ მიიღებს?

-თქვენ ოპოზიციას ეძახით იმას, ვინც გუშინ პარლამენტის ირგვლივ იყო შეკრებილი?! მე არ ვეძახი. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ოპოზიცია ჩემზე  სუფთა უნდა იყოს და ჩემზე უკეთესი ხედვები უნდა ჰქონეს. ადამიანები, რომელბიც ლაფში და სისხლში არიან გასვრილები, ოპოზიციას არ წარმოადგენენ. “ლეიბორისტების“ ოფისში შეხვედრა ძალიან ცუდად მენიშნა. ყველა ერთის წინააღმდეგ ნიშნავს, ყველას გაერთიანებას ქვეყნის წინააღმდეგ. სულ არ მაინტერესებს ბოკერია რას იფიქრეს და ბოკუჩავას თუ არ დაეძინება.

-ნათელია, რომ მთლიანდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა საკანონმდებლო ორგანოში ხალხის ხმას კიდევ უფრო გაზრდიდა. მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას რა პრინციპის გამო უჭერთ მხარს?

-პროპორციული საარჩევნო სისტემა დემოკრატიას კი არ გაზრდიდა, სტაბილურობას მოსპობდა. პარლამენტში შევიდოდნენ ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები, რომლებსაც ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ.  სუპერ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნებიდან მოდის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. 2012 წლის პირველ ოქტომბერს რა პროგნოზი ჰქონდა IRI-ის იცით?! “ქართულ ოცნებას“ -15%, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას“ 60-65%. რეალურად, ყველამ კარგად იცის არჩევნები ვინ მოიგო.

- თქვენ იმ საარჩევნო სისტემის უარყოფით მხარეებზე საუბრობთ, რომლის დაკანონების ინიციატორი თავადვე ბრძანდებოდით. რატომ არ შეასრულეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება?

-რა დაპირება, ქვეყანა იღუპება. გუშინ ნახეთ რა ხდებოდა?! პარლამენტის წინ 15-20 კაცი იყო შეკრებილი, რომლებიც ხან პატრიარქს აგინებდნენ, ხან მიშა მაგარიას მღეროდნენ და ხან დეპუტატებს დედას გვაგინებდნენ. ესენი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში?! მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნიშნავს, რომ ავტორიტეტული, განათლებული და ხალხისთვის საყვარელი ხალხი მოვიდეს ხელისუფლებაში და არა პარტიას ამოფარებული გარეწრები.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე