ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ოსური "კაგებეს" ინფორმაციას უარყოფს
ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ოსური "კაგებეს" ინფორმაციას უარყოფს

A+ A-

15:22 19/11/2019

„ეს ინფორმაცია არის ტყუილი! 2008 წლის ომის დროს იმყოფებოდა ღუდუშაურის საავადმყოფოში და მკურნალობდა როგორც ქართველებს, ასევე ოსებს და რუსებს“, - ამის შესახებ დე-ფაქტო ცხინვალის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ქალიშვილმა ირინა გაფრინდაშვილმა განაცხადა.

„არა ვადასტურებთ ამ ინფორმაციას ომის დროს როგორც ჩვეულებრივი ექიმი მუშაობდა ო. ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, სადაც პაციენტები ყავდა ყველა ეროვნების.

ვაჟა და მისი კოლეგა მკურნალობდნენ ორ რუს პილოტს რომელიც საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას და ეს ინფორმაცია რაც ცხინვალმა გაავრცელა არის სიცრუე“, - უპასუხა ირინა გაფრინდაშვილმა „პრაიმტაიმს“.

მისი თქმით, სამხედრო წოდება ყველა ექიმს აქვს რომელმაც 1984 წლამდე დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი, რადგან სამხედრო კათედრა შედიოდა სწავლაში.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სამედიცინო სამსახურის კაპიტანი იყო და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამხედრო მოქმედებებში.

ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რო მექიმს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან, ექიმი კი აცხადებს, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.