ბიძინა ივანიშვილის ცივი ნოემბერი
ბიძინა ივანიშვილის ცივი ნოემბერი

A+ A-

18:13 18/11/2019

ნოემბრის ცივ დღეს ბიძინა ივანიშვილის სპეცრაზმელების მიერ დარბეული აქციის სიმბოლოდ ალბათ, პოეტ გენრი დოლიძის ფოტო იქცევა. 

დოლიძე რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმის კორდონის, წინ ასფალტზე დაწვა მაგრამ ივანიშვილის ეკიპირებულმა სპეცრაზმელებმა მას ზედ გადააბიჯეს. 

"არ ვარ გმირი, ხალხო! ყველა გმირია ვინც იქ იდგა. უბრალოდ, მე ასე გამოვხატე ჩემი პოზიცია", - წერს პოეტი სოციალურ ქსელში. 

დღევანდელი საპროტესტო აქციის დაშლა სავსე იყო მსგავსი დრამატული მომენტებით. 

შეგახსენებთ, ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით შეკრებილ მოქალაქეებს სახელმწიფო  სპეცდანიშნულების რაზმით და წყლის ჭავლის მანქანით დაუპირისპირდა.

აქციის დაშლისას დააკავეს ადამიანები , ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანე, რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღეს და ამ ყველაფრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის გამართვას გეგმავს იმ შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დარბევის ეპიცენტრი იყო.