“მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, დაჟინებით მოითხოვონ ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“
“მოვუწოდებ საერთაშორისო პარტნიორებს, დაჟინებით მოითხოვონ ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“

A+ A-

13:01 17/11/2019

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებას „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

ბახტაძე საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მიმართონ რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

“„ცნობილი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარებისას. ის უკანონო პატიმრობაში რჩება და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ. მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დაჟინებით მოითხოვონ საოკუპაციო რეჟიმისგან ექიმი გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - წერს ბახტაძე.

შეგახსენებთ, 15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.