ქვეყანას პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ექნება - გიორგი გახარია
ქვეყანას პროპორციული სისტემა  2024 წლიდან ექნება - გიორგი გახარია

A+ A-

21:13 15/11/2019

ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას.

„ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ვთვლი, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის პოლიტიკურ კულტურას ქვეყანაში და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი მივიღეთ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გვინდოდა განხორციელებულიყო, თუმცა, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ და ამ დანაპირების შესრულება ჩვენ კონსტიტუციაში გვიდევს. ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ საუბარი იყო 2020 წელზე, თუმცა, ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც გვაქვს ეს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან “, - განაცხადა გახარიამ.