ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს თბილისი უმასპინძლებს
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს თბილისი უმასპინძლებს

A+ A-

15:14 12/11/2019

თბილისი, კალათბურთში 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფიბა ევროპის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და მასში კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებიც გამოვა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.