დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული - მაკო გომური
დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული - მაკო გომური

A+ A-

23:58 11/11/2019

საქართველოს პროკურატურამ მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. მათ შორის არ არის გიორგი სულაშვილი, რომელმაც 20 ივნისის სისხლიანი დარბევისას თვალი დაკარგა. აღნიშნულთან დაკავშირებით მაკო პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ არ ცნეს გიორგი სულაშვილი დაზარალებულად.

"არ გავჩერებულვართ არც მე და არც ჩემი ადვოკატები, რომ დაზარალებულის სტატუსი მიმეღო. სტატუსი მარტო სამმა ადამიანმა მივიღეთ. დაზარალებულის სტატუსი არ აქვს გიორგი სულაშვილს, რომელიც ჩემზე მეტად იყო დაზარალებული. უბრალოდ მაინტერესებს რა ფაქტორებმა განაპირობა ეს" - განაცხადა მაკო გომურმა.