გუშინ მთელი ერი გააუპატიურეს - “ქართული მარშის“ მხარდამჭერი
გუშინ მთელი ერი გააუპატიურეს - “ქართული მარშის“ მხარდამჭერი

A+ A-

16:12 09/11/2019

"ქართული მარშის" მხარდამჭერი, კოსტავას გამზირზე საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასმართლოში მივიდა.

"გუშინ აშკარად მთელი ერი გააუპატიურეს. ამას ხელს უწყობდა პოლიცია, თავზე ფუნა მადევს და თავს ვგრძნობ აყროლებულად, მომაყენეს შეურაცხყოფა და განვიცდი ამ ტკივილებს,"- აცხადებს "ქართული მარშის მხარდამჭერი".

"ქართული მარშის" წევრების განცხადებით, ისინი ემიჯნებიან გუშინ საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს ანა სუბელიანისა და დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს კინოთეატრებში “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.